შპს "ჯეო-პატ"-ი
დაფუძნდა 2006 წელს. ფირმამ ერთ-ერთმა პირველმა
მოამზადა და შექმნა ბაზა საქართველოს ინტელექუალური
საკუთრების ბაზარზე მომსახურეობის სრული სპექტრის
განსახორციელებლად. ფირმა სთავაზობს თავის კლიენტებს
კვალიფიციურ საპატენტო-სამართლებრივ მომსახურეობას
ინტელექტუალური შემოქმედების შედეგების დაცვის სფეროში.
ჩვენი პროფესიონალური მომსახურეობა დაკავშირებულია
სამრეწველო საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო
მოდელი, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი)
გამოვლენასთან, დაცვასა და გამოყენებასთან, გარდა ამისა,
ფირმის მომსახურეობაში შედის ლიცენზიები, ტექნოლოგიების
გადაცემა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეფასება,
სამართლებრივი ექპერტიზის ჩატარება, საავტორო სამართალი,
წარმომადგენლობა სასამართლოში და არბიტრაჟში და სხვ.
მაღალპროფესიულ დონეზე გაფორმებულმა სხვადასხვა
სამართლებრივმა დოკუმენტებმა ჩვენს კლიენტებს შემატა
თავდაჯერებულობა და მიანიჭა უპირატესობა სხვადასხვა სადაო
სიტუაციაში. ფირმა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნულ ცენტრთან
“საქპატენტი”, ევროპისა და სნგ-ს ქვეყნების იურიდიულ
ფირმებთან და პატენტრწმუნებულებთან. შპს “ჯეო-პატის”
თანამშრომლები არიან გამოცდილი პატენტმცოდნენი, იურისტები,
ადვოკატები, სპეციალისტები მეცნიერებისა და ტექნიკის ისეთ
სფეროებში, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ფიზიკა,
ორგანული და არაორგანული ქიმია, ფარმაკოლოგია, ბიოლოგია,
მედიცინა და სხვ. ხარისხიანი და იურიდიულად გამართული
დოკუმენტები არის შპს “ჯეო-პატი”ის სავიზიტო ბარათი.
შპს ჯეო-პატს ხელმძღვანელობს, საქართველოს რეგისტრირებული
პატენტწრმუნებელი #25 ნუგზარ ქსოვრელი, რომელსაც აქვს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში
“საქპატენტში” საპატენტო ექსპერტად მუშაობის გამოცდილება
1995-2002 წლებში. ამავე დროს გააჩნია ინჟინერ-ტექნოლოგის
კვალიფიკაცია, არის სპეციალისტი-ენოლოგი.