სერვისები

პატენტები

შპს „ჯეო-პატი“ უზრუნველყოფს საპატენტო დაცვასთან დაკავშირებულ მომსახურეობის სრულ სპექტრს, მათ შორის:
კონსულტაცია გამოგონებასთან და სასარგებლო მოდელთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ნებისმიერი სახის საპატენტო ძიება.
საპატენტო განაცხადის გაფორმება ტექნიკის ნებისმიერ დარგში.
საპატენტო განაცხადის წარდგენა და საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყებაში.
საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენა და საქმის წარმოება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო).
საპატენტო განაცხადის წარდგენის და საქმის წარმოების უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
პატენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყების სააპელაციო პალატაში.
პატენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სასამართლო დავის წარმოება საქართველოს სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში.
პატენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
საპატენტო უფლებების გადაცემასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება.

სასაქონლო ნიშნები

შპს „ჯეო-პატი“ უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ მომსახურეობის სრულ სპექტრს, მათ შორის:
კონსულტაცია სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული ძიება.
სასაქონლო ნიშანზე განაცხადის მომზადება, წარდგენა და საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყებაში.
საერთაშორისო სასაქონლო ნიშანზე განაცხადის მომზადება, წარდგენა და საქმის წარმოება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო).
სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენის და საქმის წარმოების უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყების სააპელაციო პალატაში.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სასამართლო დავის წარმოება საქართველოს სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება.

დიზაინი

შპს „ჯეო-პატი“ უზრუნველყოფს დიზაინთან დაკავშირებულ მომსახურეობის სრულ სპექტრს, მათ შორის:
კონსულტაცია დიზაინთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დიზაინთან დაკავშირებული ძიება.
დიზაინზე განაცხადის მომზადება, წარდგენა და საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყებაში.
საერთაშორისო დიზაინზე განაცხადის მომზადება, წარდგენა და საქმის წარმოება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო).
დიზაინზე განაცხადის წარდგენის და საქმის წარმოების უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
დიზაინთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმის წარმოება საქართველოს საპატენტო უწყების სააპელაციო პალატაში.
დიზაინთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სასამართლო დავის წარმოება საქართველოს სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში.
დიზაინთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება.

ხელშეკრულება და ლიცენზიები

შპს „ჯეო-პატი“იღებს მონაწილეობას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების სალიცენზიო და უფლებათა გადაცემის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ახორციელებს აღნიშნული ხელშეკრულებების შემუშავებას, გაფორმებას და რეგისტრაციას საქართველოს საპატენტო უწყებაში.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის სამრეწველო საკუთრება?

სამრეწველო საკუთრება არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი სფერო. სამრეწველო საკუთრების ცნება გამოყენებული იქნა სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციაში, რომელიც მიღებულ იქნა 1883 წელს. ამ კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, სამრეწველო საკუთრების ობიექტებია: პატენტები გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, მომსახურეობის ნიშანი, საფირმო და ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

რა სახის დაცვას უზრუნველყოფს პატენტი?

პატენტი, მის მფლობელს ანიჭებს მონოპოლიურ უფლებას, რომლის საფუძველზე მას შეუძლიან თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, ასევე აუკრძალოს სხვა პირებს დაპატენტებული გამოგონების კომერციული გამოყენება ან აღკვეთოს ამგვარი გამოყენების ფაქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატენტით დაცული ობიექტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა შეუძლებელია პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე.

შესაძლებელია თუ არა საერთაშორისო პატენტის მიღება?

საერთაშორისო პატენტი, რომელიც ერთდროულად მოქმედებდეს ყველა ქვეყანაში არ არსებობს. პატენტი უზრუნველყოფს დაცვას მხოლოდ იმ ქვეყნის ან რეგიონის (ევროკავშირის ქვეყნები, ევრაზიული კავშირის ქვეყნები და ა.შ.) ტერიტორიაზე, სადაც ის იქნა გაცემული ამ ქვეყნის ან რეგიონის კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე ქვეყანაში პატენტის მიღების რამოდენიმე გზა: თითოეულ ქვეყანაში ცალკე განაცხადის შეტანით ან რეგიონალურ საპატენტო უწყებებში (ევროპის საპატენტო ორგანიზაცია და ა.შ.) ერთი განაცხადის შეტანით. გარდა ამისა, ერთი განაცხადის საფუძველზე რამოდენიმე ქვეყანაში პატენტი მიღება შესაძლებელია საერთაშორისო საპატენტო სისტემის PCT პროცედურების შესაბამისად, რომლის მეშვეობითაც „საერთაშორისო განაცხადი“ წარედგინება მიმღებ საპატენტო უწყებას ან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს იმ ქვეყნების ჩამონათვალით, რომლებშიც მომავალში შესაძლოა მოპოვებული იქნას პატენტი. თუმცა თითოეულ მითითებულ ქვეყანაში საგანაცხადო მასალების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე, და თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.

რა განსხვავებაა გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს შორის?

საქართველოს საპატენტო კანონიდან და გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციოდან გამომდინარე განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში:
ა) პატენტის მოქმედების ვადა. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი, სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი.
ბ) პატენტუნარიანობის კრიტერიუმების შეფასების პროცედურა. გამოგონებაც და სასარგებლო მოდელიც უნდა აკმაყოფილებდეს პატენტუნარიანობის ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა, თუმცა გამოგონების შეფასება სიახლესა და საგამომგონებლო დონეზე ხდება მსოფლიო მასშტაბით საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე დარგის სპეციალისტის თვალთახედვიდან გამომდინარე, ხოლო სასარგებლო მოდელის შეფასება სიახლესა და საგამომგონებლო დონეზე ხდება ლოკალურად, კერძოდ საქართველოში რეგისტრირებული პატენტების საფუძველზე დარგში გათვითცნობიერებული პირის თვალთახედვიდან გამომდინარე.

რა არის საპატენტო ძიება და როდის შეიძლება დადგეს ასეთი სერვისით სარგებლობის აუცილებლობა

საპატენტო ძიება საკმაოდ ფართო ცნებაა და იგი ტარდება, როდესაც:
ა) საჭიროა გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის წინასწარი შეფასება. ასეთი პროცედურის საჭიროება დგება პატენტის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე. წინასწარ ასეთი საპატენტო ძიების ჩატარება და გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტების მიმართ ანალიზი შესაძლებელს ხდის ობიექტურად შეფასდეს გამოგონებასა ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მიღების შანსი.
ბ) საჭიროა განისაზვროს თავისუფალი ოპერირების შესაძლებლობა. ასეთი პროცედურის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც პირი აპირებს სამეურნეო (კომერციულ) ბრუნვაში ჩართოს პროდუქტი ან ხერხი და სურს წინასწარ დარწმუნდეს, რომ არ დაარღვევს მესამე პირების განსაკუთრებულ უფლებებს მინიჭებულს პატენტით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქათ, ამგვარი საპატენტო ძიება ემსახურება თავისუფალი მოქმედების რისკების შეფასებას და ითვალისწინებს მიზნობრივი ქვეყნების ტერიტორიაზე ისეთი მოქმედი პატენტების გამოვლენას, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ზემოთ ნახსენები კომერციული საქმიანობის განხორციელებას. ეს უკანასკნელი კი დაკავშირებულია დიდ ფინასურ და მატერიალურ დანაკარგებთან. თავისუფალი ოპერირების ძიება შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს დაპატენტებული გამოგონების დამოკიდებულების შესაფასებლად მესამე პირების კუთვნილ პატენტებთან, რათა შეფასებული იყოს პატენტით დაცული პროდუქტის კომერციალიზაციის ეფექტურობა.
გ) საჭიროა შეფასდეს პატენტის ვალიდურობა. ამ პროცედურის ქვეშ იგულისხმება პატენტის ვალიდურობის შეფასება ანუ დადგენა იმისა არის თუ არა პატენტი გაცემული კანონმდებლობის სრული დაცვით და არსებობს თუ არა მის ბათილად ცნობის საფუძვლები. ასეთი ძიების ჩატარება შესაძლოა აუცილებელი გახდეს მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის, როდესაც უკანონოდ გაცემული პატენტი ზღუდავს კეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის შესაძლებლობას.
დ) საჭიროა კონკრეტული პირის კუთვნილი პატენტების ან/და საპატენტო განაცხადების მოძიება. ეს პროცედურა ითვალისწინებს კონკრეტული მფლობელის ან განმცხადებლის კუთვნილი პატენტების ან/და საპატენტო განაცხადების მოძიება.

რა არის სასაქონლო ნიშანი და რა სახის სასაქონლო ნიშნები არსებობს?

სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ძირითადა არსებობს შემდეგი სახის სასაქონლო ნიშნები:
ა) სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი. მას განეკუთვნებაა სიმბოლოები რომელიც შედგება ასოებისაგან, ციფრებისაგან, სიტყვის ან სიტყვებისაგან, ადამიანის სახელისაგან და მათი კომბინაციისაგან
ბ) გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი. მას განეკუთვნება სხვადასხვა აბსტრაქტული ან რეალისტური გამოსახულებები ტექსტის გარეშე.
გ) კომბინირებული სასაქონლო ნიშანი. იგი წარმოადგენს სიტყვიერი ნაწილისა და გრაფიკული ელემენტის ერთობლიობას.
დ) მოცულობითი სასაქონლო ნიშანი. ასეთი ნიშნებს წარმოადგენს სამგანზომილებიანი ფიგურები, მათ შორის საქონლის ფორმა ან შეფუთვა.
ე) ბგერითი სასაქონლო ნიშანი. ამ სახის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს ბგერები, ვოკალური ან ინსტრუმენტალური ფრაზები, მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტები, საყოფაცხოვრებ, სამრეწველო, ბუნებრივიან სხვა სახის ხმები და მათი კომბინაცია და ა.შ.
ვ) ფერითი სასაქონლო ნიშანი. ასეთ ნიშნებს განეკუთვნება აღნიშვნები, რომლებიც შედგება ერთი ან რამოდენიმე ფერისაგან.

რა სახის დაცვას უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და რა ვადით?

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც დაცული სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტურია;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. განსაკუთრებული უფლებები რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ასევე აძლევს შესაძლებლობას აუკრძალოს მესამე პირებს:
ა) სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე, ეტიკეტზე და ა.შ
ბ) სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი,
გ) სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;
დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.
ე) სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანს;
ვ) სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს; საქართველოში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა მისი რეგისტრაციის დღიდან და მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. გაგრძელების ჯერადობა შეუზღუდავია.

რა არის დიზანი და რა სახის დაცვას უზრუნველყოფს დიზაინის რეგისტრაცია ?

დიზაინი ეს არის სამრეწველო ან ხელნაკეთი პროდუქტის გარეგნული სახე, მათ შორის, ფორმა, კონფიგურაცია, ორნამენტი, ფერთა და ხაზთა შეთანწყობა, კონტური, პროდუქტის მასალის ტექსტურა ან ფაქტურა ან მათი კომბინაცია. დიზაინის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას:
ა) თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი. ანუ უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.
ბ), ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ამ მიზნებისათვის ასეთი პროდუქტის შენახვა. რომელშიც ჩართულია რეგისტრირებული დიზაინი. რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა განაცხადის შეტანის თარიღიდან და მოქმედებს, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში. მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია 5 წლიანი პერიოდებით, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა განაცხადის შეტანის თარიღიდან.

რამდენი დიზაინის დაცვა შეიძლება ერთი განაცხადით?

ერთი განაცხადით შესაძლებელია 100-მდე დიზაინის დაცვა, თუ ისინი მიეკუთვნება ლოკარნოს კლასიფიკაციის ერთ კლასს. ეს დიზაინები განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

რა არის დიზანი და რა სახის დაცვას უზრუნველყოფს დიზაინის რეგისტრაცია ?

დიზაინი ეს არის სამრეწველო ან ხელნაკეთი პროდუქტის გარეგნული სახე, მათ შორის, ფორმა, კონფიგურაცია, ორნამენტი, ფერთა და ხაზთა შეთანწყობა, კონტური, პროდუქტის მასალის ტექსტურა ან ფაქტურა ან მათი კომბინაცია. დიზაინის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას:
ა) თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი. ანუ უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.
ბ) ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია რეგისტრირებული დიზაინი, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ამ მიზნებისათვის ასეთი პროდუქტის შენახვა. რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა განაცხადის შეტანის თარიღიდან და მოქმედებს, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში. მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია 5 წლიანი პერიოდებით, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა განაცხადის შეტანის თარიღიდან.

რატომ არის საჭირო სარეგისტრაციოდ წარდგენამდე სასაქონლო ნიშნის წინასწარი შემოწმება?

ზემოაღნიშნული კითხვის საპასუხოდ შესაძლოა მოყვანილია იყოს ათეულობით მიზეზი, თუმცა ყველა მათგანი შეიძლება გაერთიანდეს ორ ძირითად მიზეზში, კერძოდ, რეგისტაციის შანსის შეფასებასა და კონკურენტებისაგან დაცვაში. სარეგისტრაციოდ წარდგენამდე სასაქონლო ნიშანზე წინასწარი მოძიება ითვალისწინებს იდენტური და აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოვლენას და შესაბამისად მათ საფუძველზე რეგისტრაციის შანსების განსაზღვრას. ამასთან, თუ იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნები გამოვლინდა, არსებობს ამ ნიშნების რეგისტრაციის მფლობელების უფლებების დარღვევის რისკების შეფასების შესაძლებლობა.