ჩვენი გუნდი
ნუგზარ ქსოვრელი
პარტნიორი, დირექტორი
ნუგზარ ქსოვრელი არის ინჟინერ-ტექნოლოგი, აქვს საქართველოს საპატენტო უწყებაში საპატენტო ექსპერტად მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება და 2004 წლიდან არის საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული. ნუგზარ ქსოვრელი მონაწილეობს სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე განაცხადების მომზადებაში, წარდგენასა და საქმის წარმოებაში, ასევე სამართლებრივ დავებში, უპირატესად, პატენტებთან და სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ დავებში. იგი მონიტორინგს უწევს შპს „ჯეო-პატის“ მიერ განხორციელებულ ყველა სერვისს.
როინ მიგრიაული
ადვოკატი, ასოცირებული პროფესორი
როინ მიგრიაული არის იურისტი და 1997 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. როინ მიგრიაული მონაწილეობს სამრეწველო საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების სტრატეგიის შემუშავებაში და იცავს კლიენტების ინტერესებს საქართველოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. ასევე იგი აქტიურად მონაწილეობს სალიცენზიო და უფლებების გადაცემის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და ახორციელებს აღნიშნული ხელშეკრულებების შემუშავებასა და გაფორმებას.
დავით აბულაშვილი
მედიცინის დოქტორი
დავით აბულაშვილის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ორგანული ქიმიის, ბიოტექნოლოგიის სფეროს გამოგონებებთან და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებულ საპატენტო განაცხადებთან, პატენტებთან, საპატენტო ძიებებთან და სამართლებრივი დავებთან.
ზაზა კერვალიძე
პარტნიორი, ფიზიკოსი
ზაზა კერვალიძის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ფიზიკის, მექანიკის, ელექტროინჟინერიის სფეროს გამოგონებებთან და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებულ საპატენტო განაცხადებთან, პატენტებთან, საპატენტო ძიებებთან და სამართლებრივი დავებთან.